07 დეკემბერი 2024,   05:58
ვრცლად
"ამათ უნდოდათ ერთჯერადი ეფექტის შექმნა და მერე ჩემი მოშორება, ალბათ საქართველოში"-სააკაშვილი მისი ექსტრადირების საკითხზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი სულელურს უწოდებს იმ ბრალდებებს, რომელიც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ წაუყენა და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას სასამართლოში მისი დასაბუთება ძალიან გაუჭირდებოდა. მისივე თქმით მათი მიზანი იყო ერთჯერადი ეფექტის შექმნა და შემდგომ მისი მოშორება.

„იმდენად სულელური ბრალდებებია, რომ  ყველაზე უფრო არადამოუკიდებელ სასამართლოში მათი დასაბუთება სრულიად გამორიცხულია. ასე რომ მაგის ილუზია ამათ არ აქვთ. ამათ უნდოდათ ერთჯერადი ეფექტის შექმნა და მერე ჩემი მოშორება. ალბათ საქართველოში. არც ერთი გამოუვიდათ და არც მეორე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები