27 დეკემბერი 2024,   06:47
ვრცლად
თავისუფლების ბრძოლა შეფარულ დიქტატურასთან - გრიგოლ ვაშაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ ვაშაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს "არჩევანის" ეთერში აფასებს.

„რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, ეს არის კანონის ბრძოლა კრიმინალთან, ეს არის სოციალური სამართლიანობის ბრძოლა ოლიგარქიულ ეკონომიკასთან, ეს არის თავისუფლების ბრძოლა შეფარულ დიქტატურასთან, რომელსაც ხან სუვერენული დემოკრატია ჰქვია, საქართველოს შემთხვევაში - გასაოცარი დემოკრატია, როდესაც 50 ლარად ყიდულობ ამომრჩევლის ერთ ნაწილს და გჯერა, რომ კარგად ხარ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ბრძოლის წინა პლანზეა. მისი თქმით, როდესაც საქართველოში რევოლუციას აანონსებენ, ეს კანონის ფარგლებს გარეთ ქმედებებს არ მოიაზრებს.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ამომრჩეველზე არ ზრუნავს.

დღის ამბები