06 დეკემბერი 2024,   09:23
ვრცლად
პეტრო პოროშენკომ ყველა შესაძლო შეცდომა დაუშვა, რაც შეეძლო დაეშვა დღეს უკრაინელ პოლიტიკოსს - ნოდარ ხარშილაძე

„პეტრო პოროშენკომ ყველა შესაძლო შეცდომა დაუშვა, რაც შეეძლო დაეშვა დღეს უკრაინელ პოლიტიკოსს, ხელისუფლებაში მყოფს,“ - ასე აფასებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

„მან არ დააბიჯა, იცეკვა საკუთარ ნაღმებზე ანუ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მიშა აღმოჩნდა იქ, სადაც ყველაზე ძალიან ამ კაცს უნდოდა ყოფნა, მიტინგის შუაგულში,“ - განაცხადა ხარშილაძემ.

„არჩევანის“ ეთერში მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეს, თუმცა, ხარშილაძეს ამის იმედი არ აქვს.

ნოდარ ხარშილაძის თქმით, არც საქართველოს ხელისუფლებას სურს სააკაშვილის ექსტრადაცია და განმარტავს, რომ „ეს იქნება მათთვის ძლიან დამანგრეველი.“

ხარშილაძე აღნიშნავს, რომ უკრაინაში თუ ოპოზიცია გაერთიანდება, ცვლილებები იქნება. მან ასევე, დაამატა, რომ დასავლეთს პოროშენკო „მობეზრდა“, რადგან ის დემოკრატიის განვითარებას არ ცდილობს. 

დღის ამბები