კიევში მიმდინარე აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება შესაძლოა ამაღამ მოხდეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა, ზურაბ ხვისტანმა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.
ზურაბ ხვისტანი აღნიშნავს, რომ აქცია ამ დრომდე გრძელდება და რადას დეპუტატები აქციის მონაწილეებთან ერთად რჩებიან.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება სამართალდამცავებმა დღეს დილით სცადეს, თუმცა, მხარდამჭერებმა სამართალდამცავების მანქანიდან სააკაშვილის გადმოყვანა შეძლეს.
აქცია რადას შენობის წინ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმდინარეობს.