26 დეკემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ამიერკავკასიაში პირველად, პედიატრიული ღვიძლის ტრანსპლანტაცია "ავერსის" კლინიკაში ჩატარდა

ამიერკავკასიაში პირველად, პედიატრიული ღვიძლის ტრანსპლანტაცია "ავერსის" კლინიკაში ჩატარდა. ქართველმა ექიმებმა 4 წლის ბავშვს ღვიძლი ცოცხალი დონორიდან, მამისგან გადაუნერგეს. 9 საათიანი ოპერაციის შემდეგ, პაციენტი და დონორიც თავს კარგად გრძნობენ.

“საქართველოში არსებული კლინიკები უკვე მზად არიან როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე საკადრო რესურსებით, თვითონ უზრუნველყონ ასეთი მაღალტექნოლოგიური ოპერაციების ჩატარება,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

დღის ამბები