26 დეკემბერი 2024,   17:08
ვრცლად
აშშ-მ ბომბი მოამზადა რეგიონის ასაფეთქებლად - თურქეთის პრემიერი ტრამპის მიერ იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებაზე

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო შეერთებულ შტატებს მთავარი მოკავშირეები დაუპირისპირდნენ. საუდის არაბეთმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა და მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა.

„იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებამ შესაძლოა, გაგვაგზავნოს კიდევ უფრო ბნელ დროში, ვიდრე უკვე ვცხოვრობთ. ევროკავშირს აქვს ნათელი და ერთიანი პოზიცია: გვჯერა, რომ ისრაელსა დ პალესტინას შორის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი რეალისტური გზა ორი სახელმწიფოს იდეას ეფუძნება, სადაც იერუსალიმი არის ორივე ქვეყნის, ისრაელის და პალესტინის დედაქალაქიც,“ - განაცხადა მოგერინიმ.

თურქეთის პრემიერმინისტრი კი აშშ-ის განცხადებას, რეგიონში ბომბის მომზადების ტოლფასად მიიჩნევს.

„შეერთებულმა შტატებმა ბომბი მოამზადა რეგიონის ასაფეთქებლად. უპირველესად, თურქეთისთვის ეს გადაწყვეტილება ნულია და არაფერს ნიშნავს. მეორე, იერუსალიმი, განსაკუთრებით კი ალ-აქსას მეჩეთი წმინდა ადგილადაა მიჩნეული სამი რელიგიის მიერ. ასე რომ გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის ან ეჭვქვეშ აყენებს ამ სტატუსს, დიდ კატასტროფას გამოიწვევს,“ - აცხადებს ბინალი ილდირიმი.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა კი, რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვეს. საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება უახლოეს დღეებში არაბული ლიგაც.

დღის ამბები