26 დეკემბერი 2024,   16:55
ვრცლად
„ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლები სასტუმროს მფლობელის ადვოკატს შეხვდნენ

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრები დღეს პირველად შეხვდნენ სასტუმროს მფლობელის ადვოკატს. შეხვედრის ინიციატორი თავად ინვესტორი იყო, თუმცა, ის ამ შეხვედრას არ დასწრებია.

ოჯახის წევრები მოლაპარაკებების ყველა დეტალზე არ საუბრობენ, თუმცა, ამბობენ, რომ მფლობელის მხრიდან არის შემოთავაზება მატერიალურ დახმარებაზე, მათ შორის, გარდაცვლილების შვილების განათლების დაფინანსებაზე. თუმცა, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ უშუალოდ მფლობელთან სურდათ შეხვედრა.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას და ხანძრის გაჩენის შესაძლო ვერსიებს, დაღუპულთა ოჯახის წევრებიც და მფლობელის ადვოკატიც ამ თემაზე არ საუბრობენ და ძიების დასრულებას ელოდებიან.

დღის ამბები