26 დეკემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ცენზურა და ზეწოლა „ქართულ ოცნებაში“ - იერუსალიმის სტატუსი დაპირისპირებას საქართველოს მმართველი პარტიის შიგნითაც იწვევს

ცენზურა და ზეწოლა „ქართულ ოცნებაში“ - იერუსალიმის სტატუსი დაპირისპირებას საქართველოს მმართველი პარტიის შიგნითაც იწვევს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის ღია წერილმა პრემიერმინისტრი გააღიზიანა და მმართველი პარტია ორ ბანაკად გაყო.

შალელაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში მთავრობის მეთაურს მოუწოდებს, დონალდ ტრამპს მიბაძოს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს. გიორგი კვირიკაშვილმა თანაგუნდელს კომუნიკაციის ფორმა დაუწუნა და მგრძნობიარე თემებზე აზრის ღიად გამოხატვისგან თავის შეკავება ურჩია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შოთა შალელაშვილი გიორგი კვირიკაშვილის სახელზე დაწერილი მიმართვიდან რამდენიმე საათში მივიდა, თუმცა, წერილის შესახებ გამოსვლის შემდეგ აღარ უსაუბრია.

პრემიერის კრიტიკა მმართველი გუნდის განწყობაზე მალევე აისახა. სატელევიზიო კომენტარებზე უარი თქვეს უმრავლესობის იმ წევრებმა, ვინც შოთა შალელაშვილის ინიციატივას, რამდენიმე საათით ადრე, ღია მხარდაჭერას უცხადებდა.

შოთა შალელაშვილმა საზოგადოებას თავი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გააცნო, როცა იუსტიციის მინისტრს უჩა ნანუაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ღიად დაუპირისპირდა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ საკუთარი შეფასების გაკეთებას საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ ჩქარობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მთავრობა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს.

დღის ამბები