26 დეკემბერი 2024,   16:57
ვრცლად
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები - წინასაარჩევნო პერიოდში კოლეგებს შორის დაპირისპირებაა

უფლებადამცველები ადვოკატთა ასოციაციის ახალ ხელმძღვანელს ირჩევენ. თავმჯდომარეობისთვის ჯამში 12 ადვოკატი იბრძვის. 

4-წლიანი ვადის დასრულების შემდეგ, ზაზა ხატიაშვილი კერძო ადვოკატირებას გააგრძელებს. ორშაბათს მისი კაბინეტი ახალმა თავმჯდომარემ უნდა დაიკავოს, ხოლო მისი რჩეული კი მისივე გუნდის წევრი ადვოკატი დავით ასათიანია. 

წინასაარჩევნო პერიოდი კოლეგებს შორის ღია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დღეს მათ ერთმანეთი წესების გარეშე ბრძოლაში დაადანაშაულეს.

ზაზა ხატიაშვილის რჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭოს წევრი ირმა ჭკადუა უპირისპირდება. ჭკადუამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ კენჭისყრა არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გადაწყვიტა. კანდიდატის რანგში პირველივე პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე გააკრიტიკა და ასოციაციაში ფულის არამიზნობრივ ხარჯვაზე ალაპარაკდა.

დავით ასათიანმა კი 4000-ზე მეტ ადვოკატს თავისი გუნდი უკვე წარუდგინა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატს უკვირს, რატომ ალაპარაკდა არჩევნებამდე სამი დღით ადრე თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ფარულ გარიგებებზე ირმა ჭკადუა.

12 კანდიდატიდან საკუთარი გუნდი კოლეგებს მხოლოდ სამმა მათგანმა, დავით ასათიანმა, დავით ლაგვილავამ და ლევან ჯანაშიამ წარუდგინეს.

დღის ამბები