26 დეკემბერი 2024,   16:57
ვრცლად
3 მილიონი ლარი დედაქალაქის საახალწლო განათებებისთვის - ოპოზიცია გარიგების საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

დედაქალაქის საახალწლო დეკორაცია პოლიტიკური უკმაყოფილების მიზეზი ხდება. წელს საახალწლო განათებებისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თანხაა, რაც დედაქალაქის საახალწლო მორთულობისთვის დახარჯულა.

73 მანათობელი ბაფთა და სხვა საახალწლო ილუმინაციები 3 მილიონ ლარად. ახალი წლის დადგომამდე 4 თვით ადრე ტენდერისთვის დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ მერიამ საახალწლო ბაფთებზე ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვის წესით იტალიურ კომპანიასთან გააფორმა. ქართულ-იტალიური გარიგების საეჭვო გარემოებები დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჯაროვ.

ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთან დავით ნარმანიას მერობის დროს გაფორმდა, თუმცა საკრებულოს ოპოზიციის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მილანურ კომპანიას "ქართული ოცნების" ხელისუფლება ლობირებდა.

კახა კალაძემ  საეჭვო გარიგების თემაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და ყველაფერი დავით ნარმანიას გადააბრალა, თუმცა არჩევანი მოუწონა.

ძველი საახალწლო ილუმინაციების უმრავლესობა წელს თბილისში აღარ დაიკიდება, ისინი დედაქალაქის მერიამ რაიონებს ათხოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები