08 დეკემბერი 2024,   18:58
ვრცლად
დაპირისპირება რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში - საქმე სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში თანაკლასელებმა იჩხუბეს. შემთხვევა დაახლოებით დღის 12 საათისთვის მოხდა. კონფლიქტი მეცხრეკლასელებს შორის თანაკლასელი გოგოს გამო დაწყო. მათ შორის ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთ-ერთმა თანაკლასელმა მეორე ხელი ზურგში ჩაარტყა, რის გამოც მოსწავლე შეუძლოდ გახდა და სუნთქვის უკმარისობით კლინიკაში გადაიყვანეს. მოსწავლე კლინიკიდან უკვე გაწერეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რუსთავის №22 საჯარო სკოლის დირექტორის ეკა ცხვედაძის თქმით, მანდატურმა დროულად მოახერხა რეაგირება.

“საგაკვეთილო პროცესის მიღმა, დასვენებაზე, მაგრამ შიგნით კლასში, ერთი ბავშვი ხელი ხვდება მეორეს, წინა პირობის, შემდეგი პირობის გარეშე უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მანდატურმა, შესაბამისად, აცნობა პატრულის სამსახურს, მაგრამ რადგან ბავშვს ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, თავის დაზღვევის მიზნით, მაინც საჭიროდ ჩაითვალა, რომ გამოძახებულიყო სასწრაფო. არ იყო გადაყვანის საჭიროება, მაგრამ რადგან მშობელი ითხოვდა, თავის დაზღვევის მიზნით სურათის გადაღებას, ამიტომ გადაიყვანეს, გაუკეთდა ყველა ჩარევა, დაველოდეთ ყველა პასუხს, პასუხი დადებითია და ბავშვი სრულიად ჯანმრთელად არის,“ - განაცხადა ცხვედაძემ.

სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

 

დღის ამბები