27 დეკემბერი 2024,   04:21
ვრცლად
აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურმა თოვლმა პრობლემები შექმნა

აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ხულოს, შუახევისა და ქედის რამდენიმე საჯარო სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი.

დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შიდა სასოფლო გზების აჭარის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ხდება გზების გაწმენდა.

დაბაში ერთ მეტრი, ხოლო სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრზე მეტია. სინოპტიკოსები ხვალიდან აჭარაში გამოდარებას ელოდებიან. 

დღის ამბები