ჩამოწოლილი მეწყერის გამო ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზის აცანის მონაკვეთზე და ოზურგეთი-შემოქმედის საავტომობილო გზაზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია.
"გზამშენი 18“-ში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, რომ ორივე მიმართულებით ადგილზე იმყოფება ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
მეწყერის წარმოშობა დღეს დილიდან გურიაში დაწყებულმა კოკისპირულმა წვიმებმა განაპირობა.