26 დეკემბერი 2024,   13:55
ვრცლად
საქართველოში მოსახლეობა ღატაკდება, საბანკო ვალდებულებების გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი იმატებს

ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მოსახლეობის ცხოვრების დონე სულ უფრო დაბლა იწევს. მიზეზი ლარის გაუფასურებაა. ფინანსისტები ამბობენ, რომ ამ ფონზე ბანკების შემოსავალი გაიზარდა, მოქალაქეების კი შემცირდა.

ბანკების ძირითადი ნაწილი კლიენტებს სესხებს უხანგრძლივებს, რის გამოც ყოველთვიური პროცენტიც მატულობს. უკვე ხელისუფლებაშიც საუბრობენ, რომ მიდგომა გასამკაცრებელია. პარლამენტი გეგმავს ეროვნულ ბანკს მისცეს დამატებითი ფუნქცია, რითაც ის კომერციული ბანკების მეტ კონტროლს შეძლებს. 

სესხის გაცემაზე მკაცრი რეგულაციების დაწესება და სწრაფი ეკონომიკური ზრდა - ეს ის აუცილებელი ფაქტორებია, რომლის გარეშეც ფინანსისტები პრობლემის მოგვარებას გამორიცხავენ. სტატისტიკის მონაცემებიც მიხედვით, მხოლოდ ბოლო სამ თვეში 83-მმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ 16 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ქონება მიიღო.

ფინანსისტების აზრით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ მდგომარეობის გარდა, ვითარებას ისიც ართულებს, რომ ხშირ შემთხვევაში საბანკო ვალდებულებების დაფარვის გრაფიკი მსესხებლების ინტერესების საწინააღმდეგოდ არის შედგენილი.

 

დღის ამბები