08 დეკემბერი 2024,   19:07
ვრცლად
შოთა შალელაშვილი ვერდიქტის მოლოდინშია - გარიცხავენ თუ არა დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, უცნობია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი მმართველი პარტიის პოლიტიკური ვერდიქტის მოლოდინშია. გარიცხავენ თუ არა შალელაშვილს უმრავლესობასთან შეუთანხმებელი საჯარო განცხადების გამო, უცნობია.

ურთიერთობების დაძაბვა პრემიერის მისამართით შოთა შალელაშვილის გამოქვეყნებულმა ღია წერილმა გამოიწვია, სადაც ის გიორგი კვირიკაშვილს ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას სთხოვს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ განსხვავებული შეხედულების გამო ხელისუფლებამ მისივე თანაგუნდელის წინააღდეგ პოლიტიკური პოლიციის ბერკეტები აამოქმედა.

საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილიც სუს-ს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდა. ისინი აღნიშნავენ, რომ სუს-ი პოლიტიკურ პოლიციად ჩამოყალიბდა.

მმართველი პარტია ოპოზიციის არცერთ ბრალდებას არ იზიარებს. გუნდში ამტკიცებენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ, რატომ იმყოფებოდა შალელაშვილი სუს-ში.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მთავრობას იერუსალიმის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამოყენებისკენ მოუწოდა. ის ქვეყნის დედაქალაქად ოკუპირებული სოხუმის, საპარლამენტო ქალაქად კი ასევე ოკუპირებული ცხინვალის დასახელებას ითხოვს.

აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ განცხადება 2 დღის წინ გააკეთა. დონალდ ტრამპის ეს განცხადება უკვე მეორე დღეა მასობრივი არეულობისა და შეტაკებების მიზეზია იერუსალიმში.

ამავე თემაზე
დღის ამბები