27 დეკემბერი 2024,   07:39
ვრცლად
ჩინეთიდან შემოსული მომწამვლელი სათამაშოები - მძიმე ლითონები ბავშვების ნერვულ სისტემას აზიანებს

სათამაშოების უმეტესობას, რომლებიც ძირითადად ჩინეთიდან შემოდის, არ აწერია, რა ნივთიერებისგან შედგება, ლაბორატორია კი, რომელიც მის უსაფრთხოებას შეამოწმებს, ქვეყანაში არ არსებობს. 

ცდა, რა ნივთიერებებს შეიცავს ქართველი ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოები სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა გერმანიაში ჩაატარა. გაირკვა, რომ სათამაშოების უმრავლესობა, რომელიც საქართველოში იყიდება მათ შორის ქსელურ მაღაზიებში, სახიფათოა. მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ფტალატები და კადიუმი, ანუ პლასტმასის დამარბილებელი და მძიმე მეტალებია.

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ პრობლემა მხოლოდ დაბალ ხარისხში არ არის და ტოქსიკური ნივთიერებებს ძვირადღირებულ სათამაშოებიც შეიცავს.

პედიატრები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ფტალატებსა და კადიუმთან ხშირი შეხება, ბავშვებში ნერვული სისტემის დაზიანებას, გონებრივი განვითარების შეფერხებას და მომავალში რეპროდუქციული ფუნქციის მოშლას იწვევს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას ავალდებულებს, რომ კონტროლდებოდეს ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის სათამაშოებიც. თუმცა საქართველოში ეს ვალდებულება ჯერ არავის ეკისრება.

დღის ამბები