07 დეკემბერი 2024,   05:57
ვრცლად
არასრულწლოვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ნინო ლომჯარია სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულებზე საუბრობს

„მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობენ მათთან,“ - ეს განცხადება სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ დაკავებული არასრულწლოვნების მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატებს უკვე ეკონტაქტებიან. სახალხო დამცველის თქმით, მოპყრობასთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვნებს პრეტენზიები არ აქვთ.

„იყო გარკვეული პრეტენზიები მათი მხრიდან, თუმცა, რამდენად არის საფუძვლიანი ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ინფორმაციას ვარკვევთ არასრულწლოვნების ადვოკატებთან, ვიანიდან შესაძლებელია, მათ არ ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა ვთქვათ, საპროცესო ქმედებებზე, ან მათ უფლებრივ მდგომარეობაზე, ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ყველა საკითხი გადავამოწმოთ უკვე ადვოკატებთან,“ - აცხადებს ლომჯარია.

დღეს პრეზიდენტის სასახლეში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიება გაიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები