22 დეკემბერი 2024,   06:53
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავება - ენმ-ში საგანგებო განცხადება გაკეთდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები საქართველოში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მხარდასაჭერად, კანონით დაშვებულ ყველა მეთოდს მიმართავს.

პარტიის სამოქმედო გეგმაზე, განცხადება უახლოეს საათებში გაკეთდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი“, გრიგოლ ვაშაძე დასავლეთიდან მიხეილ სააკაშვილის მისამართით მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას მოელის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აღნიშნავს, რომ „ენმ“ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის. ის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი“, ნიკა რურუა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. ის აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება პანიკაშია, რაც პასპორტის ჩამორთმევით დაიწყო და დაკავებით დასრულდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი სააკაშვილის დაკავებას პირდაპირ ბრძოლად აფასებს და განმარტავს, რომ პოროშენკო „უგუნურ გადაწყვეტილებებს“ იღებს.

უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე დატოვებს წინასწარი დაკავების იზოლატორს.

„მიხეილ სააკაშვილი უკვე გამარჯვებულია, როდესაც დააკავეს მან უკვე გაიმარჯვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელ ამ პროცესებს ის საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

დღის ამბები