22 დეკემბერი 2024,   06:12
ვრცლად
Financial Times, Washington Post - მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება. უკრაინის ოპოზიციის ლიდერის დაკავებამ შესაძლოა, პოროშენკოს წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქციები გამოიწვიოს. ამის შესახებ საუბარია სტატიაში, რომელიც Financial Times-მა გამოაქვეყნა.

ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტის აზრით, უკრაინის რევოლუცია და პრეზიდენტი მკაცრი გამოცდის წინაშე არიან. სტატიაში წერია, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ლიდერის დაკავება კიევში დაძაბულობას აძლიერებს.

ავტორის შეფასებით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა გააძლიერა უკრაინის პრეზიდენტზე დასავლელი მხარდამჭერების ზეწოლა.

"ვაშინგტონ პოსტი" კი მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ოპოზიციის უდრეკ ლიდერს უწოდებს და წერს, რომ მისმა დაკავებამ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა ქვეყანაში, რომელიც მასშტაბურმა აქციებმა და ამბოხებებმა ამ საუკუნეში უკვე ორჯერ შეარყია.

"უკრაინამ დააკავა კორუფციის მოწინააღმდეგე აქტივისტი - სააკაშვილი" - ასე დაასათაურა ამერიკულმა გამოცემამ სტატია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები