26 დეკემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ენმ-ის ოფისში პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები სამოქმედო სტრატეგიას ათანხმებენ.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების გაპროტესტებას კანონით გათვალისწინებული ყველა მეთოდის გამოყენებით გეგმავენ.

პარტიის წევრების თქმით, კონკრეტულ დეტალებზე სამოქმედო სტრატეგიის შედგენის შემდეგ ისაუბრებენ.

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი, აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლაში უკრაინელებისა და ქართველების მოსაზრებები ემთხვევა.

„ეს შეკრება ეძღვნება იმ ბოლო 24 საათის მოვლენებს, რომელიც ვითარდება ყველას თვალწინ კიევში, იმ ლაჩრულ საქციელს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკრაინის ოლიგარქიული ხელისუფლებისგან. მე მინდა, ყველას ვუთხრა და პირველ რიგში, საქართველოს ოლიგარქს, ივანიშვილს, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველანაირი სცენარისთვის მზად არის,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ მთელ რეგიონს ეხება.

„ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი არის სწორედ ის, რომ ადეკვატური პასუხი და ადეკვატური ნაბიჯები შესაბამისად იქნას გადადგმული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

დღის ამბები