26 დეკემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ეს არის წმინდა პოლიტიკური მიზეზის გამო დაკავება - ბრიტანული "ეკონომისტის" რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რედაქტორი

„ვფიქრობ, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური მიზეზის გამო დაკავება, უკრაინა იმყოფება პოლიტიკურ კრიზისში,“ – ასე აფასებს ბრიტანული ეკონომისტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რედაქტორი, არკადი ოსტროვსკი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კატალიზატორის როლი აკისრია და პოროშენკოს მხრიდან მისი დაკავება სისუსტის მაჩვენებელია.

„ეს იყო გამიზნული მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ამის გამომწვევი მიზეზი,“ - განაცხადა ოსტროვსკიმ.

არკადი ოსტროვსკის თქმით, პრეზიდენტი პოროშენკო საკუთარ შეცდომებს იმეორებს. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ოპოზიცია გაერთიანდება.

„ოპოზიციური ლიდერებიც ასევე შეუერთდებიან პროცესებს, იქნება ეს იულია ტიმოშენკოც, ასევე, თავადაცვის ყოფილი მინისტრიც უკვე შეუერთდა პროტესტს,“ - აცხადებს ოსტროვსკი.

ოსტროვსკი აღნიშნავს, რომ უკრაინაში რევოლუციის მოხდენა გამორიცხულია.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შესაძლოა, აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, არსებობდეს პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში, არა მხოლოდ სააკაშვილის გამო, აქ არის ცენტრალური საკითხები და ეს ცენტრალური საკითხები უნდა მოგვარდეს ეფექტიანად,“ - განაცხადა არკადი ოსტროვსკიმ.

ის განმარტავს, რომ პოროშენკო მხარდაჭერას ასუსტებს ნაბუს და ანტიკორუფციის კუთხით.

მისი თქმით, არსენ ავაკოვი სარგებელს ნახულობს ამ მდგომარეობიდან და მან ძირი გამოუთხარა პოროშენკოს.

დღის ამბები