07 დეკემბერი 2024,   21:39
ვრცლად
საპროტესტო აქცია კახეთში - სოფელ ახალშენის მცხოვრებლები ბუნებრივ აირს ითხოვენ

საპროტესტო აქცია კახეთში - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მცხოვრებლები ბუნებრივ აირს ითხოვენ.

სოფელი, სადაც 150-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, წლებია, გაზით არ მარაგდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ იღებენ.

მოსალხოებამ ამჟამად შეშით თბება, თუმცა იმის გამო, რომ შეშის ფასმა მოიმატა, მათი თქმით, უმრავლესობას მისი ყიდვის საშუალება არა აქვს.

ახალშენში საუბნო გზებისა და წყლის პრობლემის მოგვარებასაც ითხოვენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის ქსელი სოფელში 2018 წლიდან მოეწყობა.

დღის ამბები