22 დეკემბერი 2024,   07:28
ვრცლად
სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნა ქართულ მხარეს კივისთვის არ გაუგზავნია

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება  ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებას ელოდება.

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, განცხადებით, მოთხოვნა საქარველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის იქნა გაგზავნილი და ამ მოთხოვნის გაუქმებას ხელისუფლება არ აპირებს.

„ახალი მოთხოვა არ გაგზავნილა. დააკავებას რაც შეეხება, უკრაინულ მხარეს აქვს ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.  ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, კი აცხადებს, რომ განმარტებები ამ თემაზე არაერთხელ გაკეთდა და ცალსახად იქნა გაცხადებული, რომ ამ საკითხთან მიმართებაში მხოლოდ ერთ სამართლებრივ განზომილებაში შეიძლება, იყოს ურთიერთობა.

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს უინტერესოდ აფასებს კახა კალაძე. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მას არ ესმის, რატომ უნდა ილაპარაკოს ამ საკითხზე.

„არ არის საინტერესო, რატომ უნდა ვილაპარაკო. ოფიციალურად გადააგზავნა შესაბამისმა უწყებებმა და ექსტრადიციასთან დაკავშირებით იმოქმედებენ  კანონის შესაბამისად," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები