იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ლიბანში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
პალესტინის დამოუკიდებლობის მომხრეები ბეირუთში შეერთებული შტატების საელჩოსთან არიან შეკრებილები და ამერიკის დროშებს წვავენ. აქტივისტების დასაშლელად სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
დემონსტრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ლიბანის პრემიერმინისტრის ინიციატივას ვაშინგტონისთვის დიპლომატიური ეკონომიკური და ფინანსური სანქციების დაწესების თაობაზე.
ჯებრან ბასილმა განცხადება არაბთა ლიგის ქვეყნების საგანგებო სამიტზე გააკეთა, თუმცა ეს ინიციატივა საბოლოო დეკლარაციაში არ ასახულა. კომუნიკეში მონაწილეებმა საერთაშორისო თანამეგობრობას პალესტინის ავტონომიის სუვერენულ სახელმწიფოდ და აღმოსავლეთ იერუსალიმის მის დედაქალაქად აღმოსავლეთ აღიარებისკენ მოუწოდეს.