27 დეკემბერი 2024,   03:53
ვრცლად
მცდელობა, გააჩერონ ეს მოძრაობა, არის შეუძლებელი - სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია კიევში

ამ წუთებში კიევის ცენტრში მასშტაბური აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

საპროტესტო მარშის მონაწილეები ტარას შევჩენკოს პარკში შეიკრიბნენ. ამ წუთებში ისინი მეიდნის მიმართულებით მიემართებიან.

აქციის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტსა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

დემონსტრანტების განცხადებით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანა უსამართლობისკენ წაიყვანა, რასაც ისინი არ შეეგუებიან.

აქციაზე იმყოფებიან, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

ოპოზიციის ლიდერები გარკვეულ პროვოკაციებზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა ნომრებიდან მათ მიიღეს ტექსტური შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ აქცია-მსვლელობა მოგვიანებით დაიწყებოდა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ეს იყო ერთგვარი მცდელობა იმისა, რომ ხალხი არ მისულიყო აქციაზე.

„მცდელობა, გააჩერონ ეს მოძრაობა ვინმეს დაჭერით, განსაკუთრებით მიშას ციხეში გაშვებით, არის შეუძლებელი უკრაინაში. რაც  დაიწყო, დაიწყო და აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით,“ - განაცხადა ახალ ძალთა მოძრაობის წევრმა, დავით საყვარელიძემ.

აქციაზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის მეუღლეც. ის უახლოეს საათებში პრესკონფერენციას გამართავს.

 

დღის ამბები