07 დეკემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ბოლო 25-26 წელია, ერს ყოველდღე ძარცვავენ, ეს უნდა დასრულდეს - კიევის ცენტრში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციაზე ლიდერების სიტყვით გამოსვლები დასრულებულია. ადგილზე რჩებიან დემონსტრანტები. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვენ.

„აქ მოვედი, რადგან ვითხოვ პოროშენკოს და ლუცენკოს მიერ უკანონოდ დაკავებული სააკაშვილის გათავისუფლებას. ის დაუყოვნებლივ, ხვალვე უნდა გამოუშვან,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ოპოზიციის მხარდამჭერები შევჩენკოს სკვერში დილიდან შეიკრიბნენ. მათ აქცია-მსვლელობა გამართეს. კიევში ამბობენ, რომ კორუფცია რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს, უნდა დასრულდეს.

„ბოლო 25-26 წელია, ერს ყოველდღე ძარცვავენ. ეს უნდა დასრულდეს,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორთან და ასევე უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან მივიდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, თუმცა, აქციამ მშვიდ გარემოში და ექსცესების გარეშე ჩაიარა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ამ დრომდე პროკურატურას სასამართლოსთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით არ მიუმართავს. შესაბამისად უცნობია, სასჯელის რა ზომას მოითხოვს საგამოძიებო უწყება. 

დღის ამბები