22 დეკემბერი 2024,   08:21
ვრცლად
კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერის დაკავება - დასავლური პრესა მიხეილ სააკაშვილის შესახებ 

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ერთი სახელი დაარქვა და ეს არის "კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერის დაკავება უკრაინაში".

დასავლეთის პრესა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების შესახებ, თითქმის, ყოველდღიურად წერს ახალ ცნობებს.

„პოროშენკო, რომლის პოპულარობა რუსეთთან ომს ემყარება, თავის შიდა პოლიტიკურ ოპონენტებს რუსეთის აგენტებად აცხადებს; მისი გენერალური პროკურორი მიხეილ სააკაშვილს რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს, თუმცა რეალურად, სახელმწიფო გადატრიალებისკენ საქმე თვითონ კიევის ხელისუფლებას მიჰყავს, რომელიც ქვეყანას თანდათან აშორებს დასავლეთს. პოროშენკოს რეიტინგის ვარდნის პარალელურად, უკრაინელების პოზიტიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იზრდება, ამ შოუთი კი პუტინი უნდა ტკბებოდეს,“ - წერს Economist.

"ანტიკორუფციული ლიდერის სააკაშვილის დაკავება უკრაინაში" - ასე ასათაურებს საკუთარ წერილს ცნობილი გამოცემა Washingtonpost. სტატიის ავტორი მიხეილ სააკაშვილს "უკრაინის ოპოზიციის უდრეკ ლიდერს" უწოდებს და წერს, რომ "მისმა დაკავებამ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა ქვეყანაში".

„უკრაინამ დააკავა კორუფციის წინააღმდეგ აქტივისტი სააკაშვილი,“ - წერს Washingtonpost.

ვრცელი სტატია მიუძღვნა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს Ft.com-მა. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის აზრით, უკრაინის ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, დაკავებამ შესაძლოა, პოროშენკოს წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქციები გამოიწვიოს.

„მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინაში ისევ დააკავეს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Nytimes. ავტორი წერს, რომ სააკაშვილის მომხრე დემონსტრანტები საპროტესტო აქციების სააკაშვილის გათავისუფლებამდე აპირებენ.

France24 კი სააკაშვილს უწოდებს ადამიანს, "რომელმაც საქართველოში დაამარცხა კორუფცია და საქართველო გაიყვანა რუსული ორბიტიდან".

დღის ამბები