26 დეკემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"ენმ" სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების შემთხვევაში, სამთავრობო შენობების პიკეტირებას და ხმაურიან აქციებს აანონსებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის თბილისისთვის გადმოცემის შემთხვევაში, პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავს. საკუთარ გეგმაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა უკრაინის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ისაუბრეს.

იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილის გუნდი პეტრო პოროშენკოსთან არაფორმალურ გარიგებას გააფორმებს და სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემენ, მაშინ სააკაშვილის გუნდი, სამთავრობო შენობების პიკეტით, ხმაურიანი აქციებით იმუქრება.

კიევის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის მხარდამჭერები უკრაინის ხელისუფლებას კანონის დაცვას და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე უარის თქმას თხოვდნენ.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი ფიქრობს, რომ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებისათვის საჭირო საკმარისი სამართლებრივი მტკიცებულებები არ გააჩნია.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე კი დარწმუნებულია, რომ უკრაინას პოლიტიკური ოპონენტების ასეთი დევნისთვის სეროზული ფასის გადახდა მოუწევს.

„ნაციონალური მოძრაობა“ პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, პარტია ყველა სცენარისთვის მზად არის.

დღის ამბები