26 დეკემბერი 2024,   16:28
ვრცლად
სააკაშვილის დაკავება რუსული სცენარია, რომლითაც პოროშენკო და ივანიშვილი მოქმედებენ - ზაზა ბიბილაშვილი

„ძალიან გამიკვირდება, თუ უკრაინის ხელისუფლება, პოროშენკო შეცადა და მესამედ მასხრად აიგდო თავისი თავის და კიდევ შეეცადა, რომ სააკაშვილი დააკავოს. ნაკლებ მოსალოდნელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პუტინის დავალებაა, რუსული სცენარია, ამ სცენარით მოქმედებს პოროშენკო და ივანიშვილი,“ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა, გადცემა არჩევანში განაცხადა.

ბიბილაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება რუსული სცენარია, რომლითაც პეტრო პოროშენკო და ბიძინა ივანიშვილი მოქმედებენ. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას "ისტორიული დღე" უწოდა. 

„მეამაყება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის აღმოსავლეთ ევროპულ და პოსტსაბჭოთა სივრცეში," - განაცხადა ბიბილაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები