ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.
უკრაინის დიპლომატიურ კორპუსთან შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ.
მათი მთავარი ლოზუნგებია - "შეჩერდეს კორუფცია!", "გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი!".
აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი უკრაინაში კორუფციას არ შეურიგდებიან.