27 დეკემბერი 2024,   04:02
ვრცლად
არ შეიძლება, ჩვენთვის მისაღები გახდეს სააკაშვილის პოლიტიკური დევნა უკრაინაში - თამარ კორძაია

„დღეს პოლიტიკურად ვითარება ასეთი შეიქმნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ რაც ხორციელდება უკრაინაში, ეს ტოვებს, ნამდვილად, პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას,“ - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის მდივანმა, თამარ კორძაიამ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

კორძაიას თქმით, ჟურნალისტის ქვეყანაში არშეშვება ან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მსგავსად საზღვართან აღმოჩენა დემოკრატიის საზომია.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიმართ უკრაინული ხელისუფლების ქმედება პოლიტიკური დევნის ნიშნების შემცველია.

„აქ მნიშვნელოვანია ის, როგორ ექცევიან... შესაძლოა, ვიღაც თვლის, რომ საქართველოში რაღაც ჩაიდინა, მაგრამ უკრაინაში რაც ხდება, ეს ამასთან კავშირში არ არის. არ შეიძლება, ჩვენთვის მისაღები გახდეს მისი პოლიტიკური დევნა უკრაინაში,“ - განაცხადა კორძაიამ.

დღის ამბები