21 დეკემბერი 2024,   21:00
ვრცლად
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 4 წლის განვითარების სტრატეგია წარადგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 4 წლის განვითარების სტრატეგია წარადგინა. დოკუმენტი გენერალურმა აუდიტორმა პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წარმომადგენლებს და დიპლომატიურ კორპუსს გააცნო.

ირაკლი მექვაბიშვილი აქცენტს სამსახურის დამოუკიდებლობასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაზე აკეთებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევქმნით მმართველობის ეფექტურ სისტემას, რომელიც გლობალურად გააუმჯობესებს და თვისობრივად შეცვლის საჯარო ფინანსების მართვის პროცესს,“ - განაცხადა მექვაბიშვილმა. 

დღის ამბები