27 დეკემბერი 2024,   02:06
ვრცლად
"ვინატრებდი, რომ მომავლის ამოცნობის უნარით ვიყო დაჯილდოებული" - გია ვოლსკი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველს პარლამენტის წევრები ეხმაურებიან. როგორც მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, უკრაინული მართლმსაჯულების თემაა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეკითხვები არსებობს საქართველოშიც.

თუ როგორ განვითარდება მოვლენები, გია ვოლსკის პროგნოზირება უჭირს.

„ვინატრებდი, რომ მომავლის ამოცნობის უნარით ვიყო დაჯილდოებული, მაგრამ რეალობა, მოცემულობა არის ის, რომ ქართულ მართლმსაჯულებას აქვს უამრავი შეკითხვა სააკაშვილის მიმართ და ამ შეკითხვების უკან აქვს საკმაოდ ძლიერი პოზიციები სამართლებრივი თვალსაზრისით, არგუმენტები და ფაქტები. რაც შეეხება უკრაინაში ამ მოვლენათა განვითარებას, ეს უკრაინული მართლმსაჯულების თემაა და ჩვენთვის არ არის პრიორიტეტული ამ მართლმსაჯულების დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შეფასება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

გუშინ უკრაინაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობდნენ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქართველოს  მესამე პრეზიდენტი დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა უკრაინის გენერალური პროკურატურის შეუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით, შინა პატიმრობის გამოეყენებასთან დაკავშირებით. 

დღის ამბები