08 დეკემბერი 2024,   20:29
ვრცლად
აფეთქება ავსტრიაში გაზგამანაწილებელ სადგურზე - ევროპის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

ავსტრიაში გაზგამანაწილებელ სადგურზე მომხდარი აფეთქების გამო, ევროპის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ავარია ბაუმგარტენის ქარხანაში გამთენიისას მოხდა, აფეთქების შემდეგ კი, ობიექტზე ხანძარიც გაჩნდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი.

ქარხანა, რომელიც ევროპის ქვეყნებს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს აწვდიდა, სლოვაკეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ავსტრიის პოლიციის განცხადებით, აფეთქება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. განცხადება გაავრცელა "გაზპრომმაც", რომელიც ავარიის გამო ბუნებრივი აირის მარშრუტს დროებით ცვლის.

დღის ამბები