06 დეკემბერი 2024,   08:37
ვრცლად
პალესტინა მუსლიმურ ქვეყნებს იერუსალიმის არაბული იდეის დაცვისკენ მოუწოდებს

პალესტინა მუსლიმურ ქვეყნებს იერუსალიმის არაბული იდეის დაცვისკენ მოუწოდებს. პალესტინის პრემიერმინისტრმა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა და განაცხადა, რომ მუსლიმური თანამშრომლობის ორგანიზაციამ და არაბულმა სახელმწიფოებმა წმინდა ქალაქის მიმართ ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ აქტიურად უნდა იმუშაონ.

პარალელურად, პალესტინის ქალაქებში დემონსტრანტებსა და ისრაელის არმიის ჯარისკაცებს შორის შეტაკებები გრძელდება. ბეთლემის ქუჩებში გამოსულმა მომიტინგეებმა სამხედროებს ხელნაკეთი ასაფეთქებლები ესროლეს. სამხედროებმა კი, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დღის ამბები