27 დეკემბერი 2024,   03:01
ვრცლად
დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს

საქართველოს სახალხო არტისტი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა. არტისტი რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს.

დიმა ჯაიანის ოჯახს პრემიერმინისტრმა, მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა მიუსამძიმრეს.

სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი 67 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 

დღის ამბები