27 დეკემბერი 2024,   01:37
ვრცლად
სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს "ქართული ოცნება" უკრაინის შიდა საკითხად, ოპოზიცია კი პოლიტიკურ დევნად აფასებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თბილისში ეხმაურებიან. შეფასებები გაკეთდა როგორც პოლიტიკოსების, ასევე ანალიტიკოსების მხრიდან.

უკვე რამდენიმე დღეა, „ქართული ოცნების“ შეფასებები მიხეილ სააკაშვილის ორჯერ დაკავებისა და გათავისუფლების შემდეგ უცვლელია. ოფიციალური თბილისისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხი მხოლოდ სამართლებრივი თემაა და არა პოლიტიკური. 

პოლიტოლოგებს „ქართული ოცნების“ რეაქცია არ უკვირთ. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის სააკაშვილი აქტუალური იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი მას პეტრო პოროშენკო აღარ გაათავისუფლებდა და გისოსებს მიღმა დიდი ხნით აღმოჩნდებოდა.

თბილისში ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე სააკაშვილის ექსტრადირება არ აწყობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა კიევსა და თბილისს შორის გარიგებას უკავშირდება.

ოპონენტების პოლიტიკურ დევნას გმობს „ევროპული საქართველოც“ და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ უკრაინაში სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო.  

დღის ამბები