27 დეკემბერი 2024,   04:01
ვრცლად
ხურვალეთის თავშესაფარი დაფინანსების გარეშე რჩება - ბიუჯეტში არასაკმარისი თანხის გამო მოხუცები იქ ცხოვრებას ვერ ახერხებენ

საზღვრისპირა სოფელ ხურვალეთში მოქმედი თავშესაფარი ბენეფიციარებს ელოდება, თუმცა ბიუჯეტში არასაკმარისი თანხის გამო ხანდაზმულები იქ ცხოვრებას ვერ ახერხებენ და საკუთარ რიგს ელოდებიან. თავშესაფარში მათი ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობა ვაუჩერია, რომელსაც სახელმწიფო ჯერ ვერ აძლევს. 

მოხუცთა თავშესაფარი „სახლი საზღვრების გარეშე“ კონფლიქტის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში, თითქმის, ორი წელია, რაც ბენეფიციარებს ემსახურება. ის 2016 წელს გერმანიის „სამარიტელთა კავშირის“ დაფინანსებით დაფუძნდა, თუმცა შარშან სექტემბერში პროექტი დასრულდა და თანხაც ამოიწურა.

მას შემდეგ საჭირო თანხა წლის ბოლომდე გორის მუნიციპალიტეტმა გამოყო. ამჟამად პროგრამას აღარც ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებს.

დამფუძნებელი ყვება, რომ ერთ-ერთი პრობლემა, ასევე კომუნალური გადასახადები, საკანონმდებლო ხარვეზი და ბიუჯეტის სიმწირეა, რის გამოც, ბენეფიციარებს ვერ იღებს.

დღეს არსებული კანონმდებლობით თავშესაფარში მცხოვრებ ბენეფიციარებზე, სახელმწიფო ვაუჩერებს გასცემს, რაც დღეში, თითქმის, 16 ლარია. თავშესაფარში განმარტავენ, რომ მსურველი უფრო მეტია, თანხა კი არასაკმარისი და მოხუცებს ვერ იღებენ.

თავშესაფარი 10 ადამიანზეა გათვლილი, ამჟამად იქ მხოლოდ 7 მოხუცი ცხოვრობს, მათი უმეტესობა ამ დრომდე ელოდება სახელწმიფოსგან დაფინანსებას. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი, იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები