27 დეკემბერი 2024,   04:53
ვრცლად
"სოფლის ღირსება" - ნინო სურგულაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარმოდგენისთვის ემზადება

მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მთავარი პარტიის შესასრულებლად ემზადება. დასი მოწვეულ სოლისტებთან ერთად, მაყურებელს ამჯერად პიეტრო მასკანის ”სოფლის ღირსების” ახალ ვერსიას წარუდგენს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კლასიკური წარმოდგენის არაერთი განახლებული ვერსიის წარდგენის შემდეგ, „სოფლის ღირსება“ ამჯერად გენუას, თეატრი კარლო ფელიჩეს ვერსიით დაბრუნდება, იტალო გრასის სცენოგრაფიით და მადრიდში, სპეციალურად შექმნილი კოსტიუმებით.

ცნობილ სოლისტებთან ერთად, „სოფლის ღირსების“ პრემიერა 19 დეკემბერს გაიმართება.

დღის ამბები