თბილისში, ნაძალადევის რაიონში „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი შეიჭრა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების წარმომადგენლები „რუსთავი 2“-თან აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს.