22 დეკემბერი 2024,   05:47
ვრცლად
შესაძლო გარიგებების და კორუფციის ფაქტები - "გამჭვირვალობა" პარტიების დაფინანსების კვლევას წარადგენს 

შესაძლო გარიგებების და კორუფციის ფაქტები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველო" დღეს პარტიების დაფინანსების შესახებ კვლევას წარადგენს. ორგანიზაციამ 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე შეწირული თანხები შეისწავლა.

აქცენტი კვლავ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის არაპროპორციულ დაფინანსებაზე კეთდება. მოხდა ასევე შემოწირულობებს შორის კავშირების დადგენა. გამჭვირვალობის განმარტებით, 42 შემთხვევაში დამფინანსებლებს საერთო ბიზნეს ინტერესები ჰქონდათ, 30-ში კი მოქმედი მმართველი გუნდის შემომწირველი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, ფულს მათ ურიცხავდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, გამოიკვეთა შემომწირველების მიერ ტენდერების მოგების ტენდენცია, საუბარია ასევე თანხის გადარიცხვის შემდეგ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნებაზეც.

დღევანდელ ბრიფინგზე ორგანიზაცია კონკრეტული პირების დასახლებას გეგმავს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურისა და აუდიტის სამსახურისთვის მიმართვასაც აპირებს.

„გვქნება საუბარი ცნობილ ადამიანებზე, მათ შორის იმაზე, რომლებიც წირავდნენ პოლიტიკურ პარტიებს. ძირითადად რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაზეა“ საუბარი. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებსაც საკმაოდ მსხვილი შემოწირულობები აქვთ განხორციელებული. შეიძლება გარკვეული ეჭვები არსებობდეს, რომ გარკვეულ გარიგებას ჰქონდა ადგილი. პოლიტიკურ კორუფციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, შესწავლილ უნდა იქნეს სათანადო უწყებების მიერ,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

დღის ამბები