22 დეკემბერი 2024,   05:41
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი მეგობარს და თანამოაზრეს გიორგი გაჩეჩილაძეს აკრიტიკებს

გიორგი კვირიკაშვილი მეგობარს და თანამოაზრეს აკრიტიკებს. ქვეყნის პრემიერი გიორგი გაჩეჩილაძეს პასუხობს და სასამართლოს გზით ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვების პირობას დებს. გიორგი კვირიკაშვილისთვის მიუღბელია მინისტრთა კაბინეტის წევრების კრიტიკა და მათ მიმართ გამოთქმული ბრალდბები.

"მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, რიდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს. მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა.

"ერთი მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, მე რა თქმა უნდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, რომ ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის და რა თქმა უნდა, შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, თუ დღეს გააჩნია, როგორც არის, ეს შეგიძლიათ გაარკვიოთ, ის არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან, სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა.

"მეორე ის, რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული და მე მოვითხოვ, რომ მან მიმართოს, კონკურენციის სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს.

"თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ  მთავრობა რამეში შეცდა, მე მზად ვარ, ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო კიდევ ჩემი თანამდებობა და თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც, " - აცხადებს გიოერგი კვირიკაშვილი. 

გიორგი გაჩეჩილაძემ, მინისტრი ხეჩიკაშვილი და მთავრობის წევრები, კარტელურ გარიგეგებში დაადანაშაულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები