22 დეკემბერი 2024,   05:50
ვრცლად
მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედ-მოიხედოს და კონკრეტული მიწა მიითვისოს - კახა კალაძე

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის მტკვარზე დაფიქსირებული უკანონო მშენებლობები,“- ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული.

„თქვენც თუ გახვალთ, ძალიან ცუდი რამ ხდება. ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობს გარკვეული გაუგებარი მშენებლობები. ვიცი, რომ ზედამხედველობის სამსახური იყო მისული ერთ კონკრეტულ ობიექტზე, რომელიც უნებართვოდ ახორციელებს მშენებლობას. მიეცით გარკვეული ვადები, რომ თვითონვე დაშალონ შენობა-ნაგებობა, ეს უსახური შენობა, თუ არადა, იმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედ-მოიხედოს და კონკრეტული მიწა მიითვისოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება, განვითარება, ყველა კანონს უნდა დავემორჩილოთ. შესაბამისად, უკანონო მშენებლობების მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები