22 დეკემბერი 2024,   06:32
ვრცლად
12 გიდს საერთაშორისო ტრენერები გადაამზადებენ

კულტურის სფეროში მოქმედი გიდების მომზადება დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 12 გიდს საერთაშორისო ტრენერები გადაამზადებენ.

სწავლება წინასწარ შერჩეულ მუზეუმებში ძველი თბილისის საფეხმავლო და სატრანსპორტო მარშრუტებზე გაიმართება. ზეპირი და წერითი ტესტირების შემდეგ, გიდების მსურველები ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაციას გაივლიან.

„ტურისტების რაოდენობამ მოიმატა საქართველოში, გაორმაგებულია და გიდებთან დაკავშირებით მოთხოვნა გაიზარდა,“ - განაცხადა გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან მელაძემ.

 

დღის ამბები