22 დეკემბერი 2024,   05:16
ვრცლად
ტილერსონი რუსეთს მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რექს ტილერსონი რუსეთს მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კრემლის პოლიტიკასა და საგარეო გამოწვევებზე ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამუშაო ურთიერთობები არ არსებობს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, უკრაინაში შეჭრა დაასახელა.

რექს ტილერსონის თქმით, სანქციების გაუქმების აუცილებელი პირობა, მინსკის შეთანხმების შესრულება და ყირიმის დეოკუპაციაა. მან რუსეთს ფხენიანის კრიზისის მოგვარებაში თანამშრომლობისკენაც მოუწოდა, ჩრდილოეთ კორეას კი, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მოლაპარაკების დაწყების ინიციატივით მიმართა.

რექს ტილერსონი ოფიციალურ ფხენიანს შეხვედრასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას სთავაზობს. 

დღის ამბები