მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკრაინაში, დავით ზურაბიშვილი აფასებს. „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მასთან დაკავშირებული პროცესები კი, საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე აუცილებლად აისახება.
„ის დგას, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორ მხარეს. ეს იმოქმედებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე. არ არსებობს არ იმოქმედოს, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება არის, ერთის მხრივ სირაქლემას პოზიციასავით, იმიტომ რომ ვითომ არ იმჩნევენ, რომ რაღაც ხდება და მათ არ ეხებათ, ამ დროს როგორ არ გვეხება, ძალიანაც გვეხება,“ - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.