27 დეკემბერი 2024,   03:54
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მანდატურის ინსტიტუტი პოლიტიკურ ფიგურად აქცია - გუგული მაღრაძე 

მიმდინარე კვირის ბოლოს ცნობილი გახდება ის კონკრეტული რეკომენდაციები, რაც სკოლების უსაფრთხოების მიზნით, საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე შეიძლება გატარდეს - აღნიშნულის შესახებ განცხადება, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა გააკეთა. 

მისი განცხადებით, უნდა მოხდეს მანდატურის სამსახურის გაძლიერება.

”პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კონფლიქტისა და დანაშაულის პრევენცია. პრევენცია მოიცავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის იარაღის ხელმისაწვდომობაზე უკიდურეს შეზღუდვას. მანდატურის სამსახურის გაძლიერება რჩება უაღრესად მნიშვნელოვანი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვჭირდება რეგულარული მონიტორინგისა და შეფასების სისტემების გაძლიერება სკოლების უსაფრთხოების თემაზე,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.  

მარიამ ჯაშის ამ განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. მმართველ გუნდს ოპონენტებმა წარსულში გაკეთებული ის განცხადებები შეახსენეს, სადაც „ქართული ოცნება“ მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას აკრიტიკებდა.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მანდატურების უფლებების შეზღუდვის გადაწყვეტილება სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკუთვნის.

„მანდატურები დაიბადნენ ჩემს თვალწინ და როგორც საჯარო სკოლის მასწავლებელს, მე კარგად მახსოვს რა საჭიროებებმა მოიტანა ამ ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობა. რა თქმა უნდა, სისტემა საჭიროებდა დახვეწას და განვითარებას, მაგრამ ისევ ჩვენ თვალწინ მოხდა ამ სისტემის რღვევა,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა ლელა ქებურიამ.

ოპოზიციის ბრალდებებს გუგული მაღრაძემ უპასუხა.

„ნაციონალურმა მოძრაობა" გადააქცია მანდატურის ინსტიტუტი იმათ, რომ მანდატური იყო ყველაფრის კონტროლი. მანდატური იყო, ფაქტობრივად, პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც სკოლაში უნდა გაეკეთებინა ის, რაც სჭირდებოდა ხელისუფლებას,“ - განაცხადა მაღრაძემ.

დღის ამბები