27 დეკემბერი 2024,   04:09
ვრცლად
ბანანის ჭამის გამო ეგვიპტის სასამართლომ მომღერალს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

2 წლიანი პატიმრობა ბანანის გამო - ასეთი სასჯელი ეგვიპტის სასამართლომ მომღერალ შიმას მისივე ვიდეო კლიპის გამო მიუსაჯა. ვიდეო რგოლში 21 წლის მომღერალი მასწავლებლის როლშია წარმოდგენილი და კადრში ნახევრად შიშველი ჩნდება, თუმცა საზოგადოების აღშფოთება იმ სცენამ გამოიწვია, სადაც შიმა ბანანს მიირთმევს.

სასამართლომ ეს კონკრეტული ეპიზოდი უხამს ქმედებად მიიჩნია და გარყვნილებისკენ მოწოდების ბრალდებით მომღერალსაც და კლიპის რეჟისორსაც 2 წლიანი პატიმრობები შეუფარდა.

კაიროს სასამართლომ ბრალდებულებს ასევე, 10 ათასი ეგვიპტური ფუნტის ოდენობის ფულადი ჯარიმაც დააკისრა.

დღის ამბები