ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე 3 წელია, პრობლემის მოგვარებას ხელისუფლებას სთხოვენ, თუმცა სანაცვლოდ მხოლოდ წყლის გადასახადის ქვითრებს და დაპირებებს იღებენ.
მოსახლეობის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, მმართველი გუნდის წევრები მათ წყლის დავალიანების 22 ათასი ლარის დაფარვასაც დაპირდნენ.