27 დეკემბერი 2024,   03:17
ვრცლად
100%-იანი სხვაობა - კახა კუკავა ხელისუფლებას პატიმრების დამალვაში ადანაშაულებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე ხელისუფლებას პატიმრების დამალვაში ადანაშაულებს. კახა კუკავას განცხადებით, იუსტიციის მინისტრის მონაცემები, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკისგან, მკვეთრად განსხვავდება.

კუკავა მთავრობისგან საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობის კარგად გადათვლას და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას ურჩევს.

„საქართველოს მთავრობა მალავს პატიმრების რაოდენობას. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პატიმრების რაოდენობა საქართველოში შეადგენს 20 ათასამდე პატიმარს. ამავდროულად, ოფიციალურად, სასჯელაღსრულების სამინისტრო აქვეყნებს 9 ათას 334 პატიმარს. როგორც ხედავთ, 100%-ია სხვაობა ამ ორ მონაცემს შორის. პრაქტიკულად, თეა წულუკიანი ბრალს დებს კახა კახიშვილის უწყებას, რომ ის მალავს 10 ათას პატიმარს,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

 

დღის ამბები